სამყარო ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებაზე დგას. ასე ვითარდება და ასე ხდება გაცილებით უსაფრთხო, მისი ყველა სიკეთე კი გაცილებით ხელმისაწვდომი. დღემდე ჯერ კიდევ მითოლოგიზებული სიტყვა „აუტიზმი“ სხვებისთვის უფრო გასაგებ ცნებად რომ იქცეს, აქაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო. მშობლებმა შვილები აუტისტური სპექტრის გამო რომ აღარ დამალონ, მათს თვალებში მხოლოდ შიში, ეჭვი, ბევრი შეკითხვა და დაბნეულობა რომ აღარ იკითხებოდეს. დიანა ანფიმიადიმ „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ სწორედ ამ მიზნით დაწერა. დიანა თავად იყო მშობელი, რომელსაც სხვისმა ემპათიამ და გამოცდილების გაზიარებამ აუტიზმის, როგორც ურთულესი თავსატეხის ამოხსნის პროცესი გაუადვილა და როგორც მშობელმა, გაიგო, როგორ მოიქცეს და როგორ დაეხმაროს მისი ცხოვრების მთავარ გმირს – საკუთარ შვილს. როგორც თავად ავტორი ამბობს, „ეს რომანი არაა, არც პოეტური კრებული, არც დოკუმენტური პროზა და არც კრიტიკული ესეები. ეს წიგნი აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის, მასწავლებლის, მეზობლის, მეგობრის გამოცდილებაა, ერთი კონკრეტული ამბავი, რომელიც დიდი ამბის ფაზლის ნაწილია“, ერთგვარი გზამკვლევი ყველა მშობლისთვის, რათა არ დანებდნენ, არ შეშინდნენ და უკან არ დაიხიონ – ერთი ნაბიჯითაც კი.
- წერილი მკითხველს
- შესავლის მაგივრად
- 1. მარსზე წყალი იპოვეს
- 2. დედის ჩანაწერები
- 3. მასწავლებელი
- კიდევ ერთი შესავალი
- ცხოვრება, როგორც თერაპია
- სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები
- ოჯახი და თერაპია, მშობლის როლი აუტიზმის დროს
- მეტაფორა და აუტიზმი
- თვალსაჩინოებად დაშლილი რესურსები აუტიზმის მქონე მოსწავლისთვის
- წინასასკოლო მომზადება და აუტისტური სპექტრის აშლილობა, მშობლის როლი და რეკომენდაციები
- აუტიზმი და ინსტრუქციის გაგების პრობლემატიკა
- აუტიზმი და დამოუკიდებლობა კლასში
- კიდევ რამდენიმე რჩევა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მასწავლებელს
- აუტიზმი და ამბის თხრობა, რამდენიმე მიდგომა და აქტივობები
- როგორ დავწეროთ შინაარსი მარტივად
- სამაგიდო თამაშები მეტყველების გაკვეთილებისა და თერაპიისთვის
- წიგნის კითხვა და აუტიზმის სპექტრი
- ზღაპარი და სივრცითი მიმართებების აღქმა
- შეხება, ყნოსვა, გემო
- ვიზუალური გრამატიკის რესურსები
- ლიტერატურული თამაში – კავშირები და ასოციაციები, შექმენი ტროპი
- შინაური თერაპია
- სახლი, როგორც გაკვეთილი და ნივთები, როგორც რეკვიზიტები
- განმავითარებელი თამაშები შინაური თერაპიისთვის
- მუზეუმი და შთაგონება
- როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით – რჩევები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის თანამგზავრს
- როგორ დავამშვიდოთ გაღიზიანებული ბავშვი
- რა შეემთხვა ძაღლს ანუ გზამკვლევი მასწავლებელთათვის
- მუსიკა, როგორც კონტაქტი
- სკოლაში წასვლა
- როცა ლიტერატურა ნამდვილად გვეხმარება
- მეშინია
- თითების თეატრი
- სენსორული ბაღი
- კიდევ ერთი შინაური გაკვეთილი
- დეტალები შინაური სწავლებისათვის
- მძიმე არ იწერება
- როგორ გავუადვილოთ ლექსის გაგება აუტიზმის მქონე მოსწავლეს – ლექსის რუკა, ლექსის ატლასი
- მე – პერსონაჟი აქტივობები შემოქმედებითი წერისთვის
- როგორ ვუშველოთ მოსწავლის შფოთვას
- სენსორული და შემეცნებითი თამაშები
- ჩემი საყვარელი სამი ფილმი აუტიზმზე
- გრამატიკული და მითოლოგიური ოპოზიციები, როგორც სისტემის გასაღები
- აუტიზმი და იუმორი
- შთაბეჭდილებათა განუზომელი ძალა