კალათა

დეტალურად

იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს - „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მაგრამ ტოლე მარტივი ენით წერს, თავის სათქმელს იოლი და გასაგები, კითხვა-პასუხის ფორმით ამბობს. წიგნზე გამოცემის დღიდანვე ალაპარაკდნენ. „აწმყოს ძალა“ იმ იშვიათ წიგნთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მკითხველს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის უნარს სძენს. ეკჰარტ ტოლე სულიერების თანამედროვე მასწავლებელია, რომელიც არცერთ კონკრეტულ რელიგიას ან ტრადიციას არ უკავშირდება. ის წერს ანტიკური სულიერი მოძღვრების მკაფიო სიცხადით და აკეთებს მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სიღრმისეულ დასკვნას: ტანჯვის მდგომარეობიდან გამოსვლისა და სიმშვიდეში გადასვლის გზა არსებობს. ტოლე არის ავტორი წიგნებისა „მდუმარება ლაპარაკობს“ და „აწმყოს ძალის გამოყენება“. ის ბევრს მოგზაურობს; ცხოვრობს ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია.
  • ავტორის წინასიტყვაობა
  • შესავალი
    • ამ წიგნის დაბადება
    • ჭეშმარიტება, რომელიც თქვენშია
  • თავი პირველი. თქვენ თქვენი გონება არა ხართ
    • უდიდესი დაბრკოლება გასხივოსნებისკენ სავალ გზაზე
    • გონებისგან გათავისუფლება
    • გასხივოსნება: ფიქრზე მაღლა დადგომა
    • ემოციები: სხეულის რეაქცია გონებაზე
  • მეორე თავი. ცნობიერება: როგორ მოვიცილოთ ტკივილი
    • ნუღარ შექმნით ტკივილს აწმყოში
    • წარსულის ტკივილი: განლიეთ ტკივილის სხეული?
    • ეგოს გაიგივება ტკივილის სხეულთან
    • შიშის წარმოქმნა
    • ეგო მთლიანობის ძიებაში
  • მესამე თავი. აწმყოში ღრმად ჩაშვება
    • ნუ ეძიებთ თქვენს თავს გონებაში
    • ბოლო მოვუღოთ სიცრუეს დროის არსებობის შესახებ
    • აწმყოს მიღმა არაფერი არსებობს
    • სულიერი განზომილების გასაღები
    • აწმყოს ძალასთან მიახლოება
    • გათავისუფლდით ფსიქოლოგიური დროისგან
    • ფსიქოლოგიური დროის შეშლილობა
    • ნეგატიურობისა და ტანჯვის ფესვები დროშია
    • იპოვეთ სიცოცხლე თქვენი სიცოცხლის სიტუაციის საფუძველში
    • ყველა პრობლემა გონების ილუზიაა
    • კვანტური ნახტომი ცნობიერების ევოლუციაში
    • ყოფიერების სიხარული
  • მეოთხე თავი. გონების მიერ გამოყენებული სტრატეგიები აწმყოს თავიდან ასარიდებლად
    • აწმყოს დაკარგვა: მთავარი შეცდომა
    • ჩვეულებრივი არაცნობიერი მდგომარეობა და სიღრმისეული არაცნობიერი მდგომარეობა
    • რას ეძიებენ ისინი?
    • ჩვეულებრივი არაცნობიერის დაშლა
    • თავისუფლება უბედურებისგან
    • როგორ მოვიცილოთ ნეგატიურობა, რას გვირჩევთ?
    • ბოლომდე იყავით იქ, სადაც ხართ
    • თქვენი ცხოვრებისეული მოგზაურობის შიდა მიზანი
    • როცა აწმყოში ხართ, წარსული აღარ არსებობს!
    • რა რჩება, როცა ილუზია სრულდება?
    • რა არის აწმყოს ძალა?
  • მეხუთე თავი. აწმყოში ყოფნის მდგომარეობა
    • ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ
    • „ლოდინის“ ეზოთერული მნიშვნელობა
    • სილამაზე თქვენი ყოფნის მდუმარებაში ჩნდება
    • შეეცადეთ სუფთა ცნობიერების რეალიზებას
    • ქრისტე: თქვენი ღვთიური აწმყოს რეალობა
  • თავი მეექვსე. შინაგანი სხეული
    • ყოფიერება თქვენი ყველაზე სიღრმისეული არსია
    • გაიხედეთ სიტყვებს მიღმა
    • თქვენი უხილავი და ურღვევი რეალობის პოვნა
    • დაუკავშირდით შინაგან სხეულს
    • ტრანსფორმაცია სხეულის მეშვეობით
    • ქადაგება სხეულის შესახებ
    • გქონდეთ ღრმა შინაგანი ფესვები
    • სანამ ყურადღებას შინაგან სხეულზე მიმართავთ, მიუტევეთ
    • თქვენი კავშირი გაუმჟღავნებელთან
    • დაბერების პროცესის შენელება
    • იმუნური სისტემის გაძლიერება
    • სხეულის სიღრმეში სუნთქვით გადადით
    • გონების კრეატიულად გამოყენება
    • მოსმენის უნარი
  • მეშვიდე თავი. გაუმჟღავნებელში შეღწევის პორტალები
    • სხეულის სიღრმეში შესვლა
    • ცი-ს წყარო
    • ძილი სიზმრების გარეშე
    • სხვა პორტალები
    • სიჩუმე
    • სივრცე
    • სივრცისა და დროის ჭეშმარიტი ბუნება
    • გაცნობიერებული სიკვდილი
  • თავი მერვე. გასხივოსნებული ურთიერთობები
    • სადაც უნდა იყოთ, შედით აწმყოში
    • სიყვარული/სიძულვილი, ურთიერთობები
    • დაუძლეველი დამოკიდებულება და მთლიანობის ძიება
    • დამოკიდებულებიდან გასხივოსნებული ურთიერთობისკენ
    • ურთიერთობები, როგორც სულიერი პრაქტიკა
    • რატომ არიან ქალები გასხივოსნებასთან უფრო ახლოს
    • კოლექტიური ქალური ტკივილის კორპუსის განლევა
    • უარი თქვით საკუთარ თავთან ურთიერთობაზე
  • მეცხრე თავი. ბედნიერებისა და უბედურების მიღმა სიმშვიდეა
    • უმაღლესი სიკეთე სიკეთისა და ბოროტების მიღმაა
    • თქვენი ცხოვრების დრამის დასასრული
    • ცვალებადობა და ცხოვრების ციკლები
    • ნეგატიურობის გამოყენება და გადალახვა
    • თანაგრძნობის ბუნება
    • რეალობის სხვა წყობისკენ
  • მეათე თავი. დანებების მნიშვნელობა
    • აწმყოს მიღება
    • გონების ენერგიიდან სულიერ ენერგიამდე
    • დანებება პირად ურთიერთობებში
    • ავადმყოფობის ტრანსფორმაცია და მისი გადაქცევა გასხივოსნებად
    • როცა თავს უბედურება გატყდებათ
    • ტანჯვის სიმშვიდედ გარდაქმნა
    • ჯვრის ზიდვა
    • არჩევანის ძალა
  • ავტორის შესახებ
  • სქოლიო