ოშო რაჯნიშის „მდოგვის მარცვალი“ გასული საუკუნის 90-იან წლებში მეგობრის რჩევით წავიკითხე. მერე იყო „ცარიელი ნავი“... ვისხედით გაყინულ ოთახში პლედშემოხვეულები, ვისმენდით ჩვენთვის უცხო, საინტერესო და თავისუფალ აზრებს და უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ ოშო არაფრით გავდა იმას, რაც მანამდე წაგვეკითხა. ოშომ სრულიად შეცვალა ჩვენი საბჭოთა ადამიანის დაკომპლექსებული აზროვნება და, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი თავისუფალი – აზროვნებაში, ქცევაში, მოქმედებაში. წლების შემდეგ ვიფიქრე, რომ ოშო საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს სულიერი თვალსაწიერი გაიფართოვოს, ამიტომ „ცარიელი ნავის“ ქართულად თარგმნა გადავწყვიტე. (მთარგმნელისაგან)
- მთარგმნელისგან
- თავი I. გადამლაშებული ფაფა
- თავი II. ადამიანი დაო
- თავი III. ბუ და ფენიქსი
- თავი IV. ბოდიში
- თავი V. სამი დილით
- თავი VI. გამარჯვების მოთხოვნილება
- თავი VII. სამი მეგობარი
- თავი VIII. უსარგებლო
- თავი IX. მიზნები და საშუალებები
- თავი X. მთლიანობა
- თავი XI. ჩჟუან-ძის დაკრძალვა
- სქოლიო