„ებრაელი დედები არასოდეს კვდებიან“ თამამი და იუმორით სავსე რომანია. მრავალფეროვანი და ცოცხალი სახეების მეშვეობით ავტორი აღწერს ოჯახურ ურთიერთობებს, დედობას და „ებრაელი დედის“ მითს. იგი ეყრდნობა სახელგანთქმული ადამიანების ნაწარმოებებს, სადაც ისინი თავიანთ დედებზე საუბრობენ და ქმნის შვილებზე მოამაგე ქალების პორტრეტებს, რომლებმაც გენიოსები გაზარდეს. ამგვარად, ავტორი მკითხველს აცნობს ალბერტ აინშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, ვუდი ალენის, მარსელ პრუსტის, რომენ გარის, ალბერ კოენის და ძმები მარქსების დედებს. რომანი თარგმნილია რამდენიმე ენაზე.
- 1. დედების სამოთხე
- 2. მის მიმართ მეტისმეტი მზრუნველობა გამოვიჩინე?
- 3. და ქმრები?
- 4. გადასახლება
- 5. ჩემი რჩეული შვილი
- 6. რებეკა
- 7. შენ წარმატებას მიაღწევ, ჩემო ბიჭო
- 8. დედიდან შვილამდე ებრაელი
- 9. მე ვიცი, შენთვის რა არის კარგი
- 10. ყველანი ავად არიან
- 11. და მათი სასიყვარულო ცხოვრება?
- 12. მათ ჩვენი თავიდან მოცილება უნდათ
- 13. ჩვენ არასოდეს მოვკვდებით