კალათა

დეტალურად

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა ციფრულ ეპოქაში

გურამ მეგრელიშვილი

გამომცემლობა ფასკუნჯი

საზოგადოება შემეცნება

თუ ბავშვი კითხვას გაურბის, პრობლემა არც წიგნშია და არც ბავშვში. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს, ან უფიქრია: „არ კითხულობს… არ აინტერესებს… აღარ ვიცი, რა ვქნა.“ ავტორი პირადი გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს, როგორ ბრუნდებიან ბავშვები წიგნთან მაშინ, როცა კითხვა აღარ არის დავალება, კონტროლი – ზეწოლა და წიგნი – სასჯელი. ამ წიგნში ვერ ნახავთ მზა რეცეპტებს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. თუმცა წაიკითხავთ რჩევებს, რომელიც რეალური ისტორიებიდან, შეცდომებიდან, აღმოჩენებიდან გამომდინარეობს, რადგან ამ წიგნის ავტორი 15 წელია, მოზარდებს კითხვას და მხატვრულ წერას ასწავლის და აყვარებს. ამ წიგნში გაიგებთ: რატომ „კლავს“ იძულება კითხვის სიყვარულს; როგორ უნდა გადაიქცნენ მშობელი და მასწავლებელი თანამგზავრად; რატომ არის „თავის ტკივილი“ კითხვის პროცესის განვითარების ნიშანი; როგორ იქმნება გარემო, სადაც ბავშვი წიგნს საკუთარი სურვილით იღებს ხელში. ეს წიგნი მოზარდებს საკუთარ ინტერესებთან აბრუნებს. მოუძებნეთ ამ წიგნს ადგილი თქვენს ბიბლიოთეკაში, მერწმუნეთ, გამოგადგებათ.
  • თავი 1. გაცნობა, ნდობის მოპოვება, ავტორიტეტი
  • თავი 2. როცა გაკვეთილი საოცრად „იწელება“
  • თავი 3. როდესაც კითხვა თავს გატკივებს
  • თავი 4. რატომ ვიკითხო წიგნი, რაში მჭირდება?
  • თავი 5. თამაში თუ კითხვა (შევქმნათ ჩვენი პერსონაჟი)
  • თავი 6. როგორ გვცვლის წიგნი
  • თავი 7. როგორ უნდა შევარჩიოთ წიგნი ბავშვებისთვის
  • თავი 8. ჩემი ნაყიდი წიგნი
  • თავი 9. წიგნი, რომელიც ჩემმა შვილმა იყიდა, ანუ რატომ უნდა იხეტიალოთ წიგნის მაღაზიაშიც
  • თავი 10. როგორ უნდა წავუკითხოთ ბავშვს
  • თავი 11. როდის უნდა შევწყვიტოთ კითხვა
  • თავი 12. როცა ბავშვი საერთოდ აღარ კითხულობს
  • თავი 13. როცა სკოლაში არ კითხულობენ
  • თავი 15. როდესაც დედა და მამა არ კითხულობენ
  • თავი 16. მთავარია – იკითხოს
  • თავი 17. როგორ გვცვლის წიგნი
  • თავი 18. როცა ბავშვი თვითონ გკითხავს: რა წავიკითხო?
  • თავი 19. კითხვა მოდაშია – როცა წიგნი ისევ დაბრუნდება
  • ბოლოთქმა. წიგნი როგორც ურთიერთობა