კალათა

დეტალურად

მარიკა მამალაძის ახალი წიგნი „ბილეთი“ მოგზაურობაზეა, თუმცა ფიზიკურ სივრცეს აქ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს – მთავარი თავგადასავალი ადამიანის შიგნით მიმდინარეობს. მეტაფიზიკური კითხვები, რომელსაც ავტორი სვამს, მარტივ პასუხებს არ ითხოვს და მკითხველიც ამ ეგზისტენციალურ ორომტრიალში თავით გადაეშვება. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები თერაპიულია – ზოგჯერ ჰიპნოტური, ხშირად კი ლოცვასავით გულწრფელი, რაც „ბილეთს“ განსაკუთრებულ სიმძაფრეს და ხიბლს სძენს. (გურამ მეგრელიშვილი)... ეს არის ოსტატურად ნაგები პირადი ქრონიკა, რომელიც ნელ-ნელა სცდება კერძო ისტორიას და იქცევა საერთო გამოცდილებად — იმ ადამიანებისათვის, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, რომ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ წარსული კი არა, მომავალი არჩევანიცაა. ამ გზის ბოლოს ავტორი არაფერს ითხოვს გარდა ერთისა — ბექტიკეტის დიდ ავიაციაში, ლიტერატურულ ლაინერზე, კოსმოსურ სიტყვითმფრენზე. მივიღებთ? ამ წიგნს, ჩემგან, ბილეთი უკვე ამოღებული აქვს! არანაირი წითელი ან ყვითელი (რა დაცინვაა)... მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად მწვანე!... (ბესო ხვედელიძე)
  • დავალება
  • Visa Questions
  • Destination Place
  • ჰოლივუდი
  • ნავიგაცია
  • მიზეზი
  • Job Interview
  • ლას-ვეგასი
  • შვილი
  • ადამიანობა
  • დიდი სომხობა
  • მამა ღმერთი
  • ნიშნები
  • ბილეთი