კალათა

დეტალურად

წინამდებარე კრებული - „ოცდამეერთე“ ბაჩო კვირტიას პუბლიცისტური ჩანაწერებია, რომლებიც 2010 წლიდან რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალ „ფოკუსში“. კრებულში თავმოყრილია ავტორის თვალსაზრისები სხვადასხვა საგნებსა და მოვლენებზე, თანამედროვე ადამიანებზე და პრობლემებზე, რაც თვალშისაცემია როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ისე მსოფლიო მასშტაბით. „ოცდამეერთე“ - ეს გახლავთ ავტორის თვალსაზრისების კრებული, სადაც სარკაზმი, ირონია, იუმორი და უბრალოდ, გაბრაზება ან აღფრთოვანება გულწრფელია და წაკითხვამდე მხოლოდ ავტორს ეკუთვნის. რასაკვირველია, მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს ყველაფერ ამას თუ ისევ ავტორს დაუტოვებს საკუთრად.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ოცდამეერთე
  • L'enfance douce
  • მომღიმარი ყარყატი
  • სოციალური ქ(ფ)სელი
  • ოცდამეერთე (ნაწილი მეორე: სიცარიელე)
  • გადაფრენა „შაურმაზე“ და უკან
  • ვანილი
  • შავ-თეთრი მრავალფეროვნება
  • სულელის მონოლოგი
  • ლობოტომია
  • ექვსი ხიწვი და ერთი ისარი
  • „კოიკა“