„თბილი სხეულები“ ზომბებზე დაწერილი მორიგი ამბავი არ არის, რადგან ამ წიგნის მთავარი გმირი შეყვარებული ზომბია, რომელსაც ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი უყვარდება. სხვა ზომბი – აპოკალიფს ისტორიებისგან განსხვავებით, ამ წიგნში ზომბები დაავადებულ არსებებად გვევლინებიან, რომელთა ავადმყოფობასაც ერთი საშველი აქვს – სიყვარული. დაკვირვებული მკითხველი „თბილ სხეულებში“ ადვილად ამოიცნობს უილიამ შექსპირის უკვდავი სიყვარულის ისტორიის ელემენტებს - „თბილი სხეულების“ მთავარი გმირების სიყვარული მართლაც ბევრი რამით ჰგავს რომეოსა და ჯულიეტას ამბავს. ყველაფერი კი, რაც მათ გარშემო ხდება, კაცობრიობამ საკუთარ თავს დამართა თავისი დაუდევრობით, გაუცხოებითა და ბუნებასთან უდიერი დამოკიდებულებით. ომების, გაუთავებელი კონფლიქტებისა და დაბინძურებული გარემოს შედეგია ადამიანთა დიდი ნაწილის ზომბებად ქცევა. კაცობრიობამ დიდი დანაშაული ჩაიდინა პლანეტის წინაშე და დადგა დრო, რომ ცოდვები გამოისყიდოს და სიყვარული ხელახლა ისწავლოს.
- ნაბიჯი პირველი - სურვილი
- ნაბიჯი მეორე - მოპოვება
- ნაბიჯი მესამე - სიცოცხლე
- სქოლიო