კალათა

დეტალურად

წიგნში აღწერილია ჩვენი ველები და ნახევარუდაბნოები. მოგზაური მათ იშვიათად ეწვევა ხოლმე, მაგრამ სილამაზით ნახევარუდაბნოები არაფრით ჩამოუვარდება ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებს. ამავე დროს, წარსული მრავალფეროვანი, შინაარსიანი და ღრმა აქვს. ჩვენმა მოგზაურებმა გაიარეს აღმოსავლეთ საქართველოში: სამგორი, გარეჯი, ალამდარა, შირაქი, ელდარი, პანტიშარა, ვაშლოვანი, კასრისწყალი, გული შირაქი; ალაზნის ველი: მოსაბრუნი, ხორანთა, მილარი: უფრო დასავლეთით და სამხრეთით: მცხეთა, ქვათახევი, მანგლისი, ფარცხისი, ფიტარეთი, ტანძია, დმანისი, გომარეთი, კლდეკარი, რკონი, კასპი. გააყოლეთ ფანქარი ამ პუნქტებს რუკაზე. ნახავთ, რომ მანძილი დიდიცაა და საინტერესოც. გზადაგზა შეგხვდებათ ნაქალაქარები: ბოეთანი, ხორანთა, ყარაჯაღი და სხვები; ძველ ბრძოლათა ასპარეზი: ნაომარი, მოსაბრუნი, კლდეკარი, დიდგორი; უძველესი დროის ნამოსახლარები: ნატახტარზე, ალაზანზე, შირაქში, გარე კახეთში; სამარხები: კარსნის ხევში, არმაზში, საცხოვრისში... საინტერესო მცენარეები, ცხოველები და ნამარხები.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • რვა ათასი წლის წინ დამარხული მტვრის მარცვალი
  • ნანადირევი, რომლისგანაც ვერც მწვადი შეიწვება, ვერც ჩახოხბილი გაკეთდება
  • ნუშის „ტყე“
  • ვენახიდან გაქცეული ვაზი
  • გასაფრენად ფრთააკრეფილი ანგელოზი
  • მოგზაური თევზები და ქვესკნელის ზოოპარკი
  • უდაბნო უდაბნო არ ყოფილა
  • გავარვარებული ზღვის პირას
  • საუკუნეების წინანდელი ბოტანიკური ბაღი
  • ვაშლოვანი უვაშლოდ
  • მოშუშებული და მოუშუშებელი იარა
  • შირაქის ოაზისი
  • მართალი კაცი
  • კამეჩის მეხრე
  • ცრემლით სავსე სურა
  • ხეკორძულას წყალი მისვამს...
  • ქვის მხედარი და გუთნისდედა
  • საქართველოს კლდეკარი
  • „კარგკაცობა ქვაზე დადე...“
  • სქოლიო