კალათა

დეტალურად

„საქართველოს ისტორიის“ წინამდებარე, მეოთხე, დამამთავრებელ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა.ტომს საფუძვლად დაედო არსებული ისტორიოგრაფიული მიღწევების შემოქმედებითი ათვისება. ნაშრომში გამოყენებულია საქართველოს ისტორიკოსთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა გამოკვლევები და მონოგრაფიები, მაგრამ ნაშრომი ძირითადად დაწერილია საქართველოს, რუსეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში ავტორების მიერ მიკვლეული ახალი მასალის გამოვლენისა და ისტორიოგრაფიულ მიმოქცევაში მათი ჩართვის საფუძველზე.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • თავი I. ბაგრატიონი უფლისწულებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა მონარქიული სახელმწიფოს აღდგენისათვის XIX ს-ის პირველ მესამედში
    • ანტირუსული მოძრაობა 1802 წელს. მაორგანიზებელი დასი. ძირითადი მიზანი
    • ქართლის მთიანეთის 1804 წლის ანტირუსული აჯანყება
    • რუსეთის აგრესიის გაფართოება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. იმერეთის მეფე სოლომონ II ქართული სახელწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის სათავეში
    • ანტირუსული აჯანყება კახეთში 1812 წელს. ალექსანდრე ბაგრატიონი განმათავისუფლებელი ბრძოლის სათავეში. დავით ბაგრატიონის ეროვნულ-პოლიტიკური პოზიცია
    • ანტირუსული აჯანყება იმერეთში 1819-1820 წლებში
    • ქართველ პატრიოტთა ფარული საზოგადოება. ანტირუსული შეთქმულება და აჯანყების მცდელობა 1832 წელს
  • თავი II. საქართველოს სოციალ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა XIX საუკუნის 30-50-იან წლებში. ცვლილებები რუსულ მმართველობაში
    • მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა და წოდებათა ურთიერთობის ფორმები
    • თავადაზნაურობა
    • სამღვდელოება
    • გლეხობა
    • ადმინისტრაციული რეფორმა
    • რუსეთის საგარეო ომები და საქართველო
    • საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა. კაპიტალიზმის განვითარების პირველი ეტაპი
  • თავი III. ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობის კრიზისი. ბურჟუაზიული რეფორმების გატარება საქართველოში
    • სოციალურ წინააღმდეგობათა გამწვავება. გლეხთა ანტიბატონყმური მოძრაობა
    • სამეგრელოს გლეხთა 1856-1857 წლების აჯანყება
    • იმერეთის, გურიის, აფხაზეთის და სხვა რეგიონების გლეხთა აჯანყებები
    • ეროვნული მოძრაობა. მისი ხასიათი
    • საადგილმამულო რეფორმა
    • სასამართლო და საქალაქო რეფორმები
  • თავი IV. ეკონომიკურ-სოციალური ვითარება და განმათავისუფლებელი მოძრაობა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში
    • აგრარულ-სამეურნეო ურთიერთობანი და გლეხთა მოძრაობა
    • მიწის ყიდვა-გაყიდვის პროცესი. მესაკუთრე გლეხთა ფენის ჩამოყალიბება
  • თავი V. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. XIX საუკუნის 70-90-იან წლებში
    • რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი და საქართველო
    • თერგდალეულთა თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაფართოებისათვის
    • „საქართველოს თავისუფლების ლიგა“
    • საქართველოს მუნიციპალიტეტები 80-90-იან წლებში
  • თავი VI. კაპიტალისტური წარმოება. ვაჭრობის და კრედიტის ფორმები
    • კაპიტალისტური ურთიერთობის გაფართოება საქართველოს სოფლებში
    • მრეწველობის განვითარების დონე საქართველოში
    • ვაჭრობა და კრედიტის ფორმები
    • კაპიტალისტური საზოგადოების კლასების ჩამოყალიბება
  • თავი VII. განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დასაწყისი. პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება (XIX-XX საუკუნეების მიჯნა)
    • აგრარული მოძრაობა. მუშათა პირველი გაფიცვები
    • „მესამე დასი“. ქართული სოციალ-დემოკრატიის დაბადება
    • სოციალისტ-ფედერალისტური მიმართულების ეროვნული პარტიის ჩამოყალიბება
    • რევოლუციური მოძრაობა 1901-1904 წლებში
  • თავი VIII. 1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში
    • რევოლუციური ბრძოლის ფორმები 1905 წლის პირველ ნახევარში
    • რევოლუციის გაღრმავება-გაფართოება. 17 ოქტომბრის კომპრომისული მანიფესტი. საერთო დემოკრატია და კონკრეტული ეროვნული საკითხი
    • საერთო დემოკრატიის გათიშვა და მარცხი. დამარცხებული რევოლუციის სამომავლო მნიშვნელობა
  • თავი IX. საქართველო 1907-1913 წლებში
    • რეპრესიები დამარცხებული რევოლუციის ავანგარდული ძალების წინააღმდეგ
    • აგრარული საკითხი - აზრთა ბრძოლა. კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით
    • ეკონომიკურ-სოციალური ვითარება. კაპიტალიზმის განვითარების დონე
    • საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის პრობლემა. პოლიტიკური პარტიების პოზიცია.
  • თავი X.. საქართველო პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის მეორე რევოლუციის პერიოდში
    • ორი სამხედრო ბლოკის ომი და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების პოზიცია. ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია
    • ეკონომიკის დაცემა. ხალხის ცხოვრების დონის დაქვეითება და სოციალური მოძრაობის ახალი აღმავლობა
    • 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუცია და პოლიტიკური ვითარება საქართველოში
    • ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ინტერპარტიული საბჭოს საქმიანობა
    • საქართველო ამიერკავკასიის მომენტალური სახელმწიფოს შემადგენლობაში (1917 წლის ნოემბერი - 1918 წლის მაისი)
  • თავი XI. ბურჟუაზიული საქართველოს კულტურა
    • ახალი ყოფა და ახალი კულტურა
    • მოსახლეობის მატერიალური ყოფა. სამეურნეო კულტურა
    • ხალხის სულიერი ყოფა
    • განათლება და მეცნიერება
    • ხელოვნება
    • კულტურული ურთიერთობა კავკასიისა და მსოფლიოს სხვა ხალხებთან
  • თავი XII. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წლები)
    • საქართველოს პარლამენტისა და დროებითი მთავრობის საქმიანობა (1918 წლის მაისი - 1919 წლის თებერვალი)
    • საქართველოს დამფუძნებელი კრება და მის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა. მრავალპარტიული დემოკრატია და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი
    • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. სოციალური საკითხი. კრიზისული სიტუაციის დაძლევის პროგრამა
    • საგარეო ორიენტაციის პრობლემა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარება. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია
  • თავი XIII. საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში
    • საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა და პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება საქართველოს ოკუპაციისადმი
    • საბჭოთა სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურები
    • ეკონომიკის გარდაქმნა ნაციონალიზაციის საფუძველზე
    • ეროვნული საკითხი საქართველოში
    • 1924 წლის აჯანყება საქართველოში. ქართული პოლიტიკური ემიგრაცია
    • მრეწველობის ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია
    • დემოგრაფიული სიტუაცია
  • თავი XIV. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება 20-იანი წლების დასასრულს
    • შიდაპარტიული დაპირისპირებები კომუნისტურ პარტიაში
    • ეროვნული საკითხი 20-იანი წლების დასასრულს
    • საქართველოს ტერიტორიული ცვლილებები 20-იან წლებში
  • თავი XV. საქართველო 30-იან წლებში
    • პოლიტიკური ვითარება საქართველოში 30-იანი წლების დასაწყისში
    • სახალხო მეურნეობის რეკონსტრუქცია
    • ეროვნებათაშორისი ურთიერთობა 30-იან წლებში
    • მასობრივი რეპრესიები საქართველოში 30-იანი წლების მეორე ნახევარში
    • საქართველოს მეცნიერება და კულტურა 20-30-იან წლებში
    • მეცნიერება
    • ქართული ლიტერატურა და მწერლობა
    • ქართული თეატრი
    • ქართული კინოხელოვნება
    • ქართული პროფესიული მუსიკა
    • სახვითი ხელოვნება
    • არქიტექტურა
    • ფიზკულტურა და სპორტი
  • თავი XVI. საქართველო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939-1945 წწ.)
    • პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში. საქართველოს მონაწილეობა 1939-1940 წლების საბჭოთა კავშირის სამხედრო აქციებში
    • გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე და საქართველო
    • სახალხო მეურნეობის გარდაქმნა საომარ ყაიდაზე. საქართველოში ევაკუირებული წარმოება-დაწესებულებანი და მოსახლეობა
    • ქართული ეროვნული დივიზიების შექმნა. საქართველოდან წარგზავნილები მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე
    • ქართველები გერმანიის არმიაში
    • ანტისაბჭოთა ჯგუფები
    • მოსახლეობის კომპაქტური ჯგუფების დეპორტაცია საზღვრისპირა რაიონებიდან
    • კულტურა ომის წლებში
    • ქართული ლიტერატურა
    • სახვითი ხელოვნება
    • ქართული კინო
    • საეკლესიო ცხოვრება ომის პერიოდში
  • თავი XVII. საქართველო ომის შემდგომი აღდგენისა და განვითარების ხანაში (1945-1960 წწ.)
    • ზოგადპოლიტიკური მდგომარეობა მსოფლიოში, საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
    • რეპრესიების ახალი ტალღა. 1956 წლის 9 მარტის ტრაგედია
    • ინდუსტრიული განვითარება
    • ცვლილებები სოფლის მეურნეობაში
    • კულტურა
    • მეცნიერება
  • თავი XVIII. სოციალიზმის კრიზისი საქართველოში
    • 60-იანი წლების ეკონომიკური რეფორმები
    • სოციალური ინფრასტრუქტურა. მიგრაციული პროცესები
    • სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გაძლიერება
    • კულტურა
    • განათლება
    • ქართული მეცნიერება
    • ლიტერატურა
    • კინემატოგრაფი
    • ქართული თეატრი
    • ქართული პროფესიული მუსიკა და ქორეოგრაფია
    • სახვითი ხელოვნება
    • ქართული სპორტი
  • თავი XIX. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
    • ეროვნული ცნობიერების განვითარება და გაძლიერება
    • ეკონომიკური მდგომარეობა, „გარდაქმნის“ კურსი, სოციალიზმის პოლიტიკური სისტემის რეანიმაციის ცდა
    • ანტისაბჭოთა განწყობილებების ზრდა
    • 1989 წლის 9 აპრილი
    • კომუნისტური მმართველობის დასასრული საქართველოში
  • ილუსტრაციები 1.
    • ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორები და ხელმძღვანელები
    • რუსეთის კოლონიალური ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლები
    • ძველი თბილისი
    • ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები XIX საუკუნის II ნახევარში
    • თბილისის ხედები. XX საუკუნე
    • თბილისის ხედები
    • საქართველოს მეგობრები
    • საქართველოს სამეფო სამთავროები
    • სამეგრელოს სამთავრო ოჯახი
    • საქართველოს ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში
    • ქართველი მრეწველები
    • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
    • ქართული კულტურის მოღვაწეები
  • ილუსტრაციები 2.
    • ანტისაბჭოთა მოძრაობის ხელმძღვანელები და ლიდერები
    • საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია
    • ქართული კულტურის მოღვაწეები
    • მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
    • სტალინური არქიტექტურა საქართველოში
  • ილუსტრაციები 3.
    • ქართული კულტურის მოღვაწეები
    • ქართული კულტურის მოღვაწეები
    • ქართული სპორტის მოღვაწეები
    • ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და ხელმძღვანელები
  • რუკები